ფულადი გზავნილები მარტში

ფულადი გზავნილები მარტში

16 აპრილი, 2013

2013 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 187.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.2 მლნ ლარით), ანუ 4.3 პროცენტით მეტია 2012 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  


  


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.4 პროცენტი მოდიოდა. 

     

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
მარტი, 2013,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

მარტი, 2012

მარტი, 2013

სულ      

112.7

100.0

100.0

რუსეთი

60.5

54.5

53.7

საბერძნეთი

15.3

11.7

13.5

იტალია

9.3

8.7

8.2

აშშ

6.2

6.0

5.5

უკრაინა

3.3

3.6

2.9

თურქეთი

2.7

2.3

2.4

ესპანეთი

2.0

2.5

1.8

ისრაელი

1.6

1.3

1.4

გაერთიანებული სამეფო

1.4

1.3

1.3

გერმანია

1.4

1.0

1.2

ყაზახეთი

1.2

0.9

1.0

აზერბაიჯანი

1.1

0.7

1.0


2013 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.3 მლნ აშშ დოლარი (18.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.4 მლნ აშშ დოლარის (13.9 მლნ ლარი) გასული წლის მარტში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

 

სხვა სიახლეები