ფულადი გზავნილები მაისში

ფულადი გზავნილები მაისში

16 ივნისი, 2009

2009 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 61.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 23.4 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 16.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 34.3 პროცენტით. ფულადი გზავნილები შემცირდა ასევე: უკრაინიდან – 1.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 23.3 პროცენტით, სომხეთიდან – 1.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 64.1 პროცენტით, ესპანეთიდან – 0.5 მლნ აშშ დოლარით ანუ 22.7 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 8 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.1 პროცენტი მოდიოდა.
 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

მაისი, 2009

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

მაისი, 2008

მაისი, 2009

სულ     

61.7

100.0

100.0

რუსეთი

31.8

60.0

51.5

აშშ

5.5

6.4

9.0

უკრაინა

4.4

7.1

7.2

საბერძნეთი 

4.3

4.8

7.0

იტალია 

3.9

4.6

6.3

თურქეთი

2.2

2.3

3.6

ესპანეთი

1.6

2.6

2.6

კვიპროსი

1.0

1.3

1.7

2009 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.9 მლნ აშშ დოლარისა 2008 წლის მაისში. გადარიცხვები შემცირდა რუსეთში – 1.0 მლნ აშშ დოლარით ანუ 28.8 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, ასე გამოიყურება: 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები