ფულადი გზავნილები მაისში
2010 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 72.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 16.9 პროცენტით მეტია 2009 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (7.3 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (0.9 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.8 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი მაისი, 2010 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
მაისი, 2009 |
მაისი, 2010 |
||
სულ |
72.1 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
39.1 |
51.5 |
54.2 |
აშშ |
6.3 |
9.0 |
8.7 |
საბერძნეთი |
5.2 |
7.0 |
7.3 |
უკრაინა |
4.9 |
7.2 |
6.8 |
იტალია |
3.7 |
6.3 |
5.2 |
თურქეთი |
3.0 |
3.6 |
4.2 |
ესპანეთი |
1.8 |
2.6 |
2.5 |
გერმანია |
1.2 |
1.4 |
1.7 |
2010 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.8 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.9 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის მაისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:www.nbg.ge