ფულადი გზავნილები მაისში

ფულადი გზავნილები მაისში

15 ივნისი, 2011

2011 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 93.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 29.2 პროცენტით მეტია 2010 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (10.0 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (3.6 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (3.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.



უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა მაისი, 2011, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

მაისი, 2010

მაისი, 2011

სულ      

93.1

100.0

100.0

რუსეთი

49.1

54.2

52.7

საბერძნეთი 

7.4

7.3

8.0

იტალია 

6.7

5.2

7.2

აშშ 

5.7

8.7

6.2

ყაზახეთი 

4.1

0.8

4.4

უკრაინა

3.8

6.8

4.1

თურქეთი

2.4

4.2

2.5

ესპანეთი 

2.1

2.5

2.3

ინდოეთი

1.6

0.0

1.7

ისრაელი 

1.3

1.3

1.4



2011 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.8 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის მაისში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები