ფულადი გზავნილები მაისში
2013 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 114.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 188.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (3.2 მლნ ლარით), ანუ 1.7 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა
მაისი, 2013, |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
მაისი, 2012 |
მაისი, 2013 |
||
სულ |
114.7 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
60.9 |
56.2 |
53.1 |
საბერძნეთი |
15.4 |
12.2 |
13.4 |
იტალია |
8.9 |
7.9 |
7.8 |
აშშ |
6.5 |
5.7 |
5.7 |
თურქეთი |
3.8 |
2.5 |
3.3 |
უკრაინა |
2.9 |
3.1 |
2.5 |
ესპანეთი |
2.0 |
2.1 |
1.8 |
ისრაელი |
1.8 |
1.2 |
1.5 |
გაერთიანებული სამეფო |
1.5 |
1.3 |
1.3 |
გერმანია |
1.4 |
1.0 |
1.2 |
ყაზახეთი |
1.2 |
0.7 |
1.1 |
აზერბაიჯანი |
1.1 |
0.6 |
1.0 |
2013 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.2 მლნ აშშ დოლარი (20.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.6 მლნ ლარი) გასული წლის მაისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306