ფულადი გზავნილები ივნისში

ფულადი გზავნილები ივნისში

16 ივლისი, 2009

2009 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 71.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 16.7 პროცენტით აღემატება მაისის მონაცემებს და 12.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 14.7 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლიურ გამოხატულებაში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 15.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 28.6 პროცენტით. ფულადი გზავნილები შემცირდა ასევე: უკრაინიდან – 1.7 მლნ აშშ დოლარით ანუ 24.5 პროცენტით, სომხეთიდან – 1.5 მლნ აშშ დოლარით ანუ 63.1 პროცენტით, გაერთიანებული სამეფოდან – 0.2 მლნ აშშ დოლარით ანუ 24.6 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.0 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 8 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 89.5 პროცენტი მოდიოდა.
 
 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

ივნისი, 2009

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

ივნისი, 2008

ივნისი, 2009

სულ     

71.9

100.0

100.0

რუსეთი

32.2

63.5

53.1

აშშ

6.1

4.1

8.4

უკრაინა

5.1

8.1

7.1

საბერძნეთი 

5.1

4.5

7.1

იტალია 

4.1

4.4

5.7

თურქეთი

2.4

1.4

3.3

ესპანეთი

1.9

2.2

2.7

კვიპროსი

1.1

1.3

1.5

2009 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.5 მლნ აშშ დოლარისა 2008 წლის ივნისში. გადარიცხვები შემცირდა რუსეთში – 0.8 მლნ აშშ დოლარით ანუ 23.3 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

 

 

 

სხვა სიახლეები