ფულადი გზავნილები ივნისში
2012 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 107.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 177.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.1 მლნ აშშ დოლარით (10.1 მლნ ლარით), ანუ 5.4 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 87.9 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისი, 2012,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ივნისი, 2011 |
ივნისი, 2012 |
||
სულ |
107.8 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
54.9 |
49.3 |
51.0 |
საბერძნეთი |
12.3 |
11.9 |
11.4 |
იტალია |
8.5 |
8.9 |
7.9 |
აშშ |
6.7 |
5.5 |
6.2 |
უკრაინა |
3.5 |
3.7 |
3.3 |
თურქეთი |
2.8 |
2.2 |
2.6 |
ინდოეთი |
2.7 |
0.7 |
2.5 |
ესპანეთი |
2.3 |
2.4 |
2.1 |
გაერთიანებული სამეფო |
1.8 |
1.2 |
1.6 |
გერმანია |
1.1 |
1.0 |
1.0 |
ისრაელი |
1.0 |
1.1 |
0.9 |
2012 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.7 მლნ აშშ დოლარი (14.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.0 მლნ აშშ დოლარის (13.4 მლნ ლარი) გასული წლის ივნისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306