ფულადი გზავნილები ივნისში
2013 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 201.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.7 მლნ აშშ დოლარით (22.7 მლნ ლარით), ანუ 12.7 პროცენტით მეტია 2012 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ივნისი, 2012 |
ივნისი, 2013 |
||
სულ |
121.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
65.7 |
55.1 |
54.1 |
საბერძნეთი |
17.7 |
12.0 |
14.6 |
იტალია |
9.0 |
7.8 |
7.4 |
აშშ |
6.2 |
6.1 |
5.1 |
თურქეთი |
3.9 |
2.6 |
3.2 |
უკრაინა |
2.7 |
3.3 |
2.2 |
ესპანეთი |
2.0 |
2.1 |
1.6 |
გაერთიანებული სამეფო |
1.6 |
1.7 |
1.3 |
ისრაელი |
1.6 |
1.1 |
1.3 |
გერმანია |
1.4 |
1.0 |
1.1 |
ყაზახეთი |
1.1 |
0.8 |
0.9 |
2013 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.0 მლნ აშშ დოლარი (19.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.7 მლნ აშშ დოლარის (14.2 მლნ ლარი) გასული წლის ივნისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306