ფულადი გზავნილები ივლისში
2009 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 10.4 პროცენტით აღემატება ივნისის მონაცემს და 18.0 მლნ აშშ დოლარით, ანუ 18.5 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლიურ გამოხატულებაში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 20.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 31.8 პროცენტით. ფულადი გზავნილები შემცირდა ასევე: სომხეთიდან – 1.8 მლნ აშშ დოლარით ანუ 61.1 პროცენტით, გაერთიანებული სამეფოდან – 0.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 32.3 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 9 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 89.0 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი ივლისი, 2009 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
ივლისი, 2008 |
ივლისი, 2009 |
||
სულ |
79.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
43.3 |
65.1 |
54.5 |
უკრაინა |
6.5 |
6.1 |
8.2 |
აშშ |
6.1 |
5.8 |
7.6 |
საბერძნეთი |
5.1 |
4.1 |
6.5 |
იტალია |
4.0 |
3.3 |
5.1 |
თურქეთი |
2.6 |
2.2 |
3.3 |
ესპანეთი |
1.9 |
1.9 |
2.4 |
კვიპროსი |
1.3 |
1.3 |
1.6 |
სომხეთი |
1.1 |
3.0 |
1.4 |
2009 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 9.2 მლნ აშშ დოლარისა 2008 წლის ივლისში. გადარიცხვები შემცირდა რუსეთში – 0.8 მლნ აშშ დოლარით ანუ 22.2 პროცენტით, აგრეთვე უკრაინაში – 0.5 მლნ აშშ დოლარით ანუ 28.0 პროცენტით.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge