ფულადი გზავნილები ივლისში
2010 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 81.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2.0 პროცენტით მეტია 2009 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.0 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), გერმანიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), ისრაელიდან (0,2 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე, გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი ივლისი, 2010 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
ივლისი, 2009 |
ივლისი, 2010 |
||
სულ |
81.0 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
48.3 |
54.5 |
59.6 |
აშშ |
6.2 |
7.6 |
7.6 |
საბერძნეთი |
4.5 |
6.5 |
5.5 |
იტალია |
4.3 |
5.1 |
5.3 |
უკრაინა |
3.8 |
8.2 |
4.6 |
თურქეთი |
3.1 |
3.3 |
3.8 |
ესპანეთი |
1.8 |
2.4 |
2.2 |
გერმანია |
1.4 |
1.2 |
1.7 |
ისრაელი |
1.0 |
1.0 |
1.2 |
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge