ფულადი გზავნილები ივლისში
2011 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 99.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 165.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.4 მლნ აშშ დოლარით (16.3 მლნ ლარით), ანუ 22.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (10.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 8.9 მლნ ლარით), საბერძნეთიდან (2.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.8 მლნ ლარით), იტალიიდან ( 2.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.5 მლნ ლარით), ინდოეთიდან (1.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 1.9 მლნ ლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2011, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
ივლისი, 2010 |
ივლისი, 2011 |
||
სულ |
99.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
58.7 |
59.6 |
59.1 |
საბერძნეთი |
7.2 |
5.5 |
7.3 |
იტალია |
6.8 |
5.3 |
6.8 |
აშშ |
5.7 |
7.6 |
5.8 |
უკრაინა |
4.3 |
4.6 |
4.4 |
თურქეთი |
2.2 |
3.8 |
2.3 |
ესპანეთი |
2.0 |
2.2 |
2.0 |
ისრაელი |
1.3 |
1.2 |
1.3 |
ინდოეთი |
1.2 |
0.1 |
1.2 |
გერმანია |
1.1 |
1.7 |
1.1 |
2011 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.8 მლნ აშშ დოლარი (11.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარის (11.6 მლნ ლარი) გასული წლის ივლისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge