ფულადი გზავნილები ივლისში
2012 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 193.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.5 მლნ აშშ დოლარით (7.5 მლნ ლარით), ანუ 4.0 პროცენტით მეტია 2011 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2012,მლნ აშშ დოლარი | ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% | |
ივლისი, 2011 | ივლისი, 2012 | ||
სულ | 117.1 | 100.0 | 100.0 |
რუსეთი | 63.1 | 54.5 | 53.8 |
საბერძნეთი | 12.9 | 11.2 | 11.0 |
იტალია | 8.2 | 8.6 | 7.0 |
აშშ | 6.4 | 5.6 | 5.5 |
უკრაინა | 4.0 | 3.9 | 3.4 |
ინდოეთი | 2.7 | 1.1 | 2.3 |
თურქეთი | 2.4 | 2.0 | 2.1 |
ესპანეთი | 2.1 | 2.3 | 1.8 |
გაერთიანებული სამეფო | 2.0 | 0.9 | 1.7 |
ყაზახეთი | 1.2 | 0.9 | 1.0 |
ისრაელი | 1.2 | 1.2 | 1.0 |
აზერბაიჯანი | 1.1 | 0.5 | 0.9 |
გერმანია | 1.0 | 1.0 | 0.9 |
2012 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.8 მლნ აშშ დოლარი (14.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.7 მლნ აშშ დოლარის (12.9 მლნ ლარი) გასული წლის ივლისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306