ფულადი გზავნილები იანვარში
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის იანვრიდან გააფართოვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესაბამისი მონაცემების დამატებით. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემების განახლებული მწკრივი 2010 წლის იანვრიდან, რომელიც მოიცავს საბანკო სექტორის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით მიღებულ და გაგზავნილ ფულად გზავნილებს.
2012 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 140.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.0 მლნ აშშ დოლარით (16.7 მლნ ლარით), ანუ 13.4 პროცენტით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარი, 2012,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
იანვარი, 2011 |
იანვარი, 2012 |
||
სულ | 84.4 | 100.0 | 100.0 |
რუსეთი | 41.7 | 49.1 | 49.4 |
საბერძნეთი | 11.4 | 11.1 | 13.5 |
იტალია | 8.2 | 9.0 | 9.7 |
აშშ | 5.5 | 7.3 | 6.6 |
უკრაინა | 3.2 | 4.7 | 3.8 |
ესპანეთი | 2.3 | 2.7 | 2.7 |
თურქეთი | 1.7 | 3.1 | 2.0 |
გაერთიანებული სამეფო | 1.0 | 1.3 | 1.2 |
2012 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.8 მლნ აშშ დოლარი (11.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.2 მლნ აშშ დოლარის (16.6 მლნ ლარი) გასული წლის იანვარში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306