ფულადი გზავნილები იანვარში

ფულადი გზავნილები იანვარში

15 თებერვალი, 2013

2013 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 156.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9.7 მლნ აშშ დოლარით (16.2 მლნ ლარით), ანუ 11.5 პროცენტით მეტია 2012 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 



უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი მოდიოდა.
 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
იანვარი, 2013,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

იანვარი, 2012

იანვარი, 2013

სულ      

94.1

100.0

100.0

რუსეთი

48.7

49.4

51.7

საბერძნეთი

12.7

13.5

13.5

იტალია

8.3

9.7

8.8

აშშ

5.1

6.6

5.4

უკრაინა

3.8

3.8

4.1

თურქეთი

2.2

2.0

2.3

ესპანეთი

1.8

2.7

1.9

გაერთიანებული სამეფო

1.7

1.2

1.8

ისრაელი

1.3

1.1

1.3

გერმანია

1.1

0.9

1.2

აზერბაიჯანი

1.1

0.6

1.1

2013 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.5 მლნ აშშ დოლარი (15.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 6.9 მლნ აშშ დოლარის (11.5 მლნ ლარი) გასული წლის იანვარში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

 

                                                                               

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები