ფულადი გზავნილები იანვარში

ფულადი გზავნილები იანვარში

17 თებერვალი, 2014

2014 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 98.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 173.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.0 მლნ ლარით), ანუ 4.9 პროცენტით მეტია 2013 წლის იანვრის  ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 94.0 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
იანვარი, 2014,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

იანვარი, 2013

იანვარი, 2014

სულ   

98.7

100.0

100.0

რუსეთი

46.6

51.7

47.2

საბერძნეთი

14.9

13.5

15.1

იტალია

9.2

8.8

9.4

აშშ

5.5

5.4

5.5

უკრაინა

3.7

4.1

3.7

თურქეთი

3.4

2.3

3.5

ესპანეთი

2.0

1.9

2.0

გერმანია

1.6

1.2

1.6

ისრაელი

1.4

1.3

1.5

გაერთიანებული სამეფო

1.4

1.8

1.4

ყაზახეთი

1.2

0.8

1.2

აზერბაიჯანი

1.2

1.1

1.2

2014 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.2 მლნ აშშ დოლარი (21.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.5 მლნ აშშ დოლარისა (15.7 მლნ ლარი) გასული წლის იანვარში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

 

 

 

სხვა სიახლეები