ფულადი გზავნილები თებერვალში

ფულადი გზავნილები თებერვალში

15 მარტი, 2010

2010 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 61.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.9 პროცენტით მეტია 2009 წლის თებერვლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (5.6 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (1.2 მლნ აშშ დოლარით), უკრაინიდან (0.8 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 7 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 7 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.3 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

თებერვალი, 2010

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

თებერვალი, 2009

თებერვალი, 2010

სულ     

61.7

100.0

100.0

რუსეთი

32.7

51.8

53.

აშშ 

4.8

9.2

7.8

უკრაინა 

4.7

7.4

7.6

საბერძნეთი 

4.5

6.3

7.3

იტალია 

3.9

6.7

6.2

თურქეთი

1.9

3.5

3.1

ესპანეთი

1.8

2.5

2.9

 

2010 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.6 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის თებერვალში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

 

 

სხვა სიახლეები