ფულადი გზავნილები თებერვალში

ფულადი გზავნილები თებერვალში

15 მარტი, 2011

2011 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 72.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.2 პროცენტით მეტია 2010 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.7 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.2 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა თებერვალი, 2011, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

თებერვალი, 2010

თებერვალი, 2011

სულ      

72.3

100.0

100.0

რუსეთი

38.4

53.0

53.1

საბერძნეთი 

5.5

7.3

7.6

აშშ 

5.3

7.8

7.4

იტალია 

5.1

6.2

7.0

უკრაინა 

3.7

7.6

5.1

თურქეთი

2.4

3.1

3.4

ესპანეთი

1.7

2.9

2.4

ყაზახეთი

1.4

0.8

1.9

გერმანია

1.2

1.2

1.7

ისრაელი 

1.0

1.2

1.4


 
2011 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.8 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.6 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის თებერვალში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.ge

სხვა სიახლეები