ფულადი გზავნილები თებერვალში

ფულადი გზავნილები თებერვალში

16 მარტი, 2012

2012 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 96.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 159.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.3 მლნ აშშ დოლარით (22.1 მლნ ლარით), ანუ 16.8 პროცენტით მეტია 2011 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა თებერვალი, 2012,მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

თებერვალი, 2011

თებერვალი, 2012

სულ      

96.3

100.0

100.0

რუსეთი

49.4

50.4

51.3

საბერძნეთი

11.4

10.3

11.9

იტალია

8.6

8.4

9.0

აშშ

6.1

6.9

6.3

უკრაინა

3.9

4.7

4.0

ესპანეთი

2.6

2.7

2.7

თურქეთი

2.3

3.0

2.4

გაერთიანებული სამეფო

1.1

1.2

1.2

ისრაელი

1.1

1.3

1.2

გერმანია

1.0

1.5

1.1

2012 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.5 მლნ აშშ დოლარი (12.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.6 მლნ აშშ დოლარის (17.1 მლნ ლარი) გასული წლის თებერვალში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები