ფულადი გზავნილები თებერვალში
2013 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 103.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.5 მლნ აშშ დოლარით (12.5 მლნ ლარით), ანუ 7.9 პროცენტით მეტია 2012 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.1 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა თებერვალი, 2013, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
თებერვალი, 2012 |
თებერვალი, 2013 |
||
სულ |
103.6 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
56.0 |
53.4 |
54.1 |
საბერძნეთი |
13.6 |
12.4 |
13.1 |
იტალია |
8.4 |
8.6 |
8.1 |
აშშ |
5.4 |
6.0 |
5.2 |
უკრაინა |
3.0 |
4.0 |
2.9 |
თურქეთი |
2.6 |
2.4 |
2.5 |
ესპანეთი |
1.9 |
2.7 |
1.8 |
ისრაელი |
1.5 |
1.3 |
1.5 |
გაერთიანებული სამეფო |
1.4 |
1.2 |
1.3 |
აზერბაიჯანი |
1.3 |
0.6 |
1.2 |
გერმანია |
1.3 |
1.1 |
1.2 |
2013 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.8 მლნ აშშ დოლარი (17.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.5 მლნ აშშ დოლარისა (12.5 მლნ ლარი) გასული წლის თებერვალში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306