ფულადი გზავნილები დეკემბერში
2009 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 95.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.5 მლნ აშშ დოლარით, ანუ 32.4 პროცენტით მეტია ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (12.9 მლნ დოლარით), უკრაინიდან (3.3 მლნ აშშ დოლარით), აშშ–დან (1.3 მლნ აშშ დოლარით) და საბერძნეთიდან (1.1 მლნ აშშ დოლარით).
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე მიმდინარე წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი დეკემბერი, 2009 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
ნოემბერი, 2009 |
დეკემბერი, 2009 |
||
სულ |
95.9 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
51.5 |
53.3 |
53.8 |
უკრაინა |
9.1 |
7.9 |
9.5 |
საბერძნეთი |
7.1 |
8.3 |
7.4 |
აშშ |
6.8 |
7.6 |
7.1 |
იტალია |
4.5 |
5.1 |
4.7 |
თურქეთი |
2.9 |
3.1 |
2.9 |
ესპანეთი |
2.4 |
2.7 |
2.5 |
კვიპროსი |
1.4 |
1.5 |
1.4 |
სომხეთი | 1.4 | 1.2 | 1.4 |
ისრაელი | 1.4 | 1.0 | 1.4 |
გერმანია | 1.1 | 1.2 | 1.2 |
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge