ფულადი გზავნილები დეკემბერში
2012 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 134.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 222.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9.3 მლნ აშშ დოლარით (15.4 მლნ ლარით), ანუ 7.4 პროცენტით მეტია 2011 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 91.2 პროცენტი მოდიოდა.
|
ფულადი გზავნილების მოცულობა დეკემბერი, 2012,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
დეკემბერი, 2011 |
დეკემბერი, 2012 |
||
სულ |
134.2 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
74.9 |
53.1 |
55.8 |
საბერძნეთი |
16.7 |
10.6 |
12.4 |
იტალია |
10.1 |
7.9 |
7.5 |
აშშ |
6.6 |
5.9 |
4.9 |
უკრაინა |
5.6 |
5.2 |
4.2 |
თურქეთი |
2.6 |
1.8 |
2.0 |
ესპანეთი |
2.6 |
2.4 |
1.9 |
გაერთიანებული სამეფო |
2.1 |
1.0 |
1.6 |
ისრაელი |
1.6 |
1.0 |
1.2 |
გერმანია |
1.5 |
1.0 |
1.1 |
ყაზახეთი |
1.4 |
0.8 |
1.0 |
აზერბაიჯანი |
1.2 |
0.5 |
0.9 |
2012 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (19.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.2 მლნ აშშ დოლარის (15.3 მლნ ლარი) გასული წლის დეკემბერში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306