ფულადი გზავნილები დეკემბერში

ფულადი გზავნილები დეკემბერში

15 იანვარი, 2014

2013 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 153.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 263.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.4 მლნ აშშ დოლარით (40.3 მლნ ლარით), ანუ 14.4 პროცენტით მეტია 2012 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.4 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა
დეკემბერი, 2013,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

დეკემბერი, 2012

დეკემბერი, 2013

სულ   

153.5

100.0

100.0

რუსეთი

81.8

55.8

53.3

საბერძნეთი

20.1

12.4

13.1

იტალია

11.1

7.5

7.2

უკრაინა

8.2

4.2

5.3

აშშ

7.2

4.9

4.7

თურქეთი

4.1

2.0

2.7

ესპანეთი

2.6

1.9

1.7

გერმანია

2.0

1.1

1.3

ისრაელი

1.8

1.2

1.1

აზერბაიჯანი

1.7

0.9

1.1

ყაზახეთი

1.7

1.0

1.1

გაერთიანებული სამეფო

1.6

1.6

1.0

საფრანგეთი

1.1

0.7

0.7

2013 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მლნ აშშ დოლარი (26.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.3 მლნ აშშ დოლარისა (19.6 მლნ ლარი) გასული წლის დეკემბერში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები