ფულადი გზავნილები აპრილში

ფულადი გზავნილები აპრილში

15 მაისი, 2009

2009 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 60.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 27.4 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 19.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 37.5 პროცენტით. ფულადი გზავნილები შემცირდა ასევე: უკრაინიდან – 1.9 მლნ აშშ დოლარით ანუ 31.2 პროცენტით, სომხეთიდან – 1.7 მლნ აშშ დოლარით ანუ 70.9 პროცენტით, ესპანეთიდან – 0.6 მლნ აშშ დოლარით ანუ 27.4 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.3 პროცენტი იმ 7 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ 7 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა.
 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

აპრილი, 2009

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

აპრილი, 2008

აპრილი, 2009

სულ     

60.7

100.0

100.0

რუსეთი

32.1

61.5

53.0

აშშ

5.3

6.2

8.7

უკრაინა

4.2

7.4

7.0

საბერძნეთი 

4.0

4.6

6.6

იტალია 

3.7

4.4

6.1

თურქეთი

2.0

1.9

3.3

ესპანეთი

1.6

2.6

2.6

2009 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.8 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, 2008 წლის აპრილში კი 7.6 მლნ აშშ დოლარი. გადარიცხვები შემცირდა რუსეთში – 0.8 მლნ აშშ დოლარით ანუ 22.8 პროცენტით, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში უცხოეთიდან ფულის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდნენ: Western Union–ი – 24.9, Anelik–ი – 13.3, Unistream–ი – 13.0, Contact–ი – 12.8, Money Gram–ი – 8.6, Ria – 5.5, Быстрая почта,  – 4.6, Intel Express-ი – 4.5, Leader–ი  – 3.7 პროცენტით.
საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდნენ: Western Union–ი 46.9 პროცენტით, Anelik–ი – 16.0, Unistream–ი - 8.3, Быстрая почта,  – 7.4, Contact–ი – 5.3, Leader–ი  – 4.1  პროცენტით.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

 

 

სხვა სიახლეები