ფულადი გზავნილები აპრილში

ფულადი გზავნილები აპრილში

16 მაისი, 2011

2011 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 20.6 პროცენტით მეტია 2010 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (6.8 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (3.1 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (2.5 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილი, 2011, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აპრილი, 2010

აპრილი, 2011

სულ      

90.1

100.0

100.0

რუსეთი

48.6

56.0

54.0

საბერძნეთი 

7.0

6.6

7.8

იტალია 

6.3

5.2

7.0

აშშ 

5.5

7.4

6.1

უკრაინა 

4.1

7.4

4.6

ყაზახეთი

3.7

0.8

4.1

თურქეთი

2.1

3.3

2.3

ესპანეთი 

2.0

2.4

2.2

ისრაელი

1.2

1.5

1.4

გერმანია 

1.0

1.2

1.1

2011 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის აპრილში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
 
www.nbg.gov.ge





 

სხვა სიახლეები