ფულადი გზავნილები აპრილში

ფულადი გზავნილები აპრილში

15 მაისი, 2013

2013 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 202.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9.7 მლნ აშშ დოლარით (16.1 მლნ ლარით), ანუ 8.6 პროცენტით მეტია 2012 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 95.0 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა აპრილი, 2013, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აპრილი, 2012 აპრილი, 2013

სულ      

122.4

100.0

100.0

რუსეთი

66.6

56.5

54.5

საბერძნეთი

16.7

12.8

13.6

იტალია

9.0

7.5

7.3

აშშ

6.4

5.8

5.2

უკრაინა

3.9

3.5

3.2

თურქეთი

3.3

1.8

2.7

ესპანეთი

2.0

2.1

1.6

გაერთიანებული სამეფო

1.7

1.3

1.4

ისრაელი

1.6

1.3

1.3

გერმანია

1.5

1.0

1.2

ყაზახეთი

1.1

0.7

0.9

აზერბაიჯანი

1.1

0.7

0.9


2013 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.7 მლნ აშშ დოლარი (22.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.9 მლნ აშშ დოლარის (12.9 მლნ ლარი) გასული წლის აპრილში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:
 



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები