ფულადი გზავნილები აგვისტოში

ფულადი გზავნილები აგვისტოში

16 სექტემბერი, 2010

2010 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 81.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.6 მლნ აშშ დოლარით, ანუ 8.8 პროცენტით მეტია 2009 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (8.8 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.7 მლნ აშშ დოლარით), გერმანიიდან (0.5 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან. 



უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.5 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტო, 2010,მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2009

აგვისტო, 2010

სულ      

81.6

100.0

100.0

რუსეთი

48.9

53.4

59.9

აშშ

6.1

8.0

7.5

საბერძნეთი

4.7

7.6

5.7

იტალია

4.2

4.9

5.1

უკრაინა

3.6

8.3

4.5

თურქეთი

3.0

3.1

3.7

ესპანეთი

1.6

2.5

2.0

გერმანია

1.4

1.2

1.7

ისრაელი

1.1

1.0

1.3


 
2010 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.6 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის აგვისტოში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:

www.nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები