ფულადი გზავნილები აგვისტოში

ფულადი გზავნილები აგვისტოში

15 სექტემბერი, 2011

2011 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 168.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.8 მლნ აშშ დოლარით (34.3 მლნ ლარით), ანუ 25.5 პროცენტით მეტია 2010 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.



უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.1 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტო, 2011, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2010

აგვისტო, 2011

სულ      

102.3 

100.0

100.0

რუსეთი

61.5

59.9

60.1

საბერძნეთი 

7.5

5.7

7.3

იტალია 

6.7

5.1

6.6

აშშ 

5.9

7.5

5.8

უკრაინა 

4.4

4.5

4.3

თურქეთი

2.0

3.7

2.0

ესპანეთი

2.0

2.0

1.9

ინდოეთი

1.2

0.1 

1.1

ისრაელი

1.1

1.3 

1.1

გერმანია 

1.0

1.7

0.9 



2011 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.6 მლნ აშშ დოლარი (12.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარის (11.6 მლნ ლარი) გასული წლის აგვისტოში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

სხვა სიახლეები