ფულადი გზავნილები აგვისტოში

ფულადი გზავნილები აგვისტოში

17 სექტემბერი, 2013

2013 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 129.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარით), ანუ 11.2 პროცენტით მეტია 2012 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
   


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 94.8 პროცენტი მოდიოდა.
 

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტო, 2013,
მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2012

აგვისტო, 2013

სულ   

129.0

100.0

100.0

რუსეთი

72.8

59.8

56.5

საბერძნეთი

15.9

10.1

12.3

იტალია

9.5

7.0

7.4

აშშ

6.3

5.3

4.9

თურქეთი

3.6

2.3

2.8

უკრაინა

3.0

3.3

2.4

ესპანეთი

2.1

1.6

1.6

ისრაელი

1.7

1.1

1.3

გაერთიანებული სამეფო

1.6

1.5

1.2

ყაზახეთი

1.6

1.0

1.2

გერმანია

1.5

0.9

1.1

აზერბაიჯანი

1.2

0.8

0.9

2013 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.5 მლნ აშშ დოლარი (22.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.8 მლნ ლარი) გასული წლის აგვისტოში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 
     

    


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები