ფულადი გზავნილების ტენდენციები

ფულადი გზავნილების ტენდენციები

17 სექტემბერი, 2008

მიმდინარე წლის აგვისტოში, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება მნიშვნელოვნად შემცირდა. საანგარიშო თვის განმავლობაში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.7 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია მიმდინარე წლის ივლისის, 6.2 მლნ აშშ დოლარით - ამავე წლის იანვარ-ივლისის საშუალოთვიურ მაჩვენებელზე, ხოლო 9.2 მლნ აშშ დოლარით - გასული წლის აგვისტოს  მაჩვენებელზე. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მონაცემები დაფიქსირდა სწორედ იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, ტრადიციულად, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება ხოლმე (იხ. გრაფიკი).

 

ზემოაღნიშნული, ძირითადად, გამოიწვია ფულადი გზავნილების შემცირებამ რუსეთიდან - 18.4 მლნ აშშ დოლარით, წინა თვესთან შედარებით, სომხეთიდან - 1.5 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, ასევე, შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა უკრაინიდან (0.9 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (0.7 მლნ აშშ დოლარით), ესპანეთიდან (0.4 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდანაც.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს (იხ. ცხრილი).

ქვეყნები

ფულადი გზავნილების მოცულობა

(2008 წ., აგვისტო,

მლნ აშშ დოლარი) 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში (პროცენტი)

2007 წ., აგვისტო

2008 წ., აგვისტო

სულ     

73.8

100.0

100.0

რუსეთი

45.0

65.5

61.0

აშშ

5.4

16.1

7.4

უკრაინა

5.0

1.6

6.8

საბერძნეთი

3.9

2.0

5.2

იტალია

2.5

0.3

3.4

თურქეთი

2.3

2.0

3.1

ესპანეთი

1.4

2.6

1.9

სომხეთი

1.3

0.2

1.8

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.7 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ანუ 3.5 მლნ აშშ დოლარით (37.9 პროცენტი) ნაკლები, ვიდრე წინა თვის განმავლობაში, და 5.7 მლნ აშშ დოლარით (2.0-ჯერ) ნაკლები, ვიდრე გასული წლის აგვისტოში. მნიშვნელოვნად შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთში, შესაბამისად, 1.6 მლნ აშშ დოლარით (44.0 პროცენტი) და 4.4 მლნ აშშ დოლარით (67.9 პროცენტი) და აგვისტოს თვის განმავლობაში მხოლოდ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვის განმავლობაში უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდნენ: Western Union-ი - 27.8, Anelik-ი - 16.6, Contact-ი - 15.4, Unistream-ი - 11.3, Money Gram-ი - 6.4, Leader-ი - 5.6 პროცენტით.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდა: Western Union-ი - 49.6 პროცენტით, Anelik-ი - 18.2 და Intel Express-ი - 14.5 პროცენტით. შემდეგ ადგილებზე მოდიან Leader-ი - 7.5, Unistream-ი - 3.1 და Money Gram-ი - 2.0 პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები