ფულადი გზავნილების ტენდენციები
მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მცირე ტემპებით, მაგრამ მაინც აღსდგა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია. ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 92.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით მეტია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.
ომამდელ დინამიკას უბრუნდება რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც:
(მლნ აშშ დოლარი)
|
2008 |
|||||||||
01.2008 |
02.2008 |
03.2008 |
04.2008 |
05.2008 |
06.2008 |
07.2008 |
08.2008 |
09.2008 |
10.2008 |
|
ფულადი გზავნილები რუსეთიდან |
36.0 |
38.0 |
50.1 |
51.4 |
48.3 |
53.5 |
63.4 |
45.0 |
54.2 |
56.8 |
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი იმ ცხრა უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობა 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცხრა ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მოდიოდა მთელი ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი.
ქვეყნები |
ფულადი გზავნილების მოცულობა |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, % |
|
2007 წლის ოქტომბერი |
2008 წლის ოქტომბერი |
||
სულ |
92.1 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
56.8 |
55.6 |
61.7 |
უკრაინა |
7.5 |
2.0 |
8.1 |
აშშ |
6.1 |
8.1 |
6.6 |
საბერძნეთი |
4.3 |
10.2 |
4.7 |
იტალია |
2.8 |
3.2 |
3.0 |
თურქეთი |
2.0 |
2.2 |
2.2 |
ესპანეთი |
1.7 |
4.4 |
1.8 |
კვიპროსი |
1.2 |
1.0 |
1.3 |
ყაზახეთი |
1.1 |
1.4 |
1.2 |
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.6 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, ანუ 13.2 პროცენტით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მნიშვნელოვნად შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოდან რუსეთში, შესაბამისად, 0.9 მლნ აშშ დოლარით (25.6 პროცენტი) და გაიზარდა უკრაინის მიმართულებით – 132.0 ათასი აშშ დოლარით (14.7 პროცენტი).
მიმდინარე წლის ოქტომბრის განმავლობაში უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდნენ: Western Union-ი – 23.0, Anelik-ი – 15.9, Contact-ი – 15.7, Unistream-ი – 14.1, Intel Express-ი – 7.3, Money Gram-ი – 6.2, Leader-ი – 5.6 პროცენტით.
საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდა: Western Union-ი – 48.6 პროცენტით, Anelik-ი – 14.1 და Intel Express-ი – 14.4 პროცენტით. შემდეგ ადგილებზე მოდიან Leader-ი – 8.5, Unistream-ი – 4.3 და Money Gram-ი – 1.5 პროცენტით.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/