ფულადი გზავნილების მოცულობა 2009 წლის იანვარში

ფულადი გზავნილების მოცულობა 2009 წლის იანვარში

16 თებერვალი, 2009

2009 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 51.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 12.5 პროცენტით ნაკლებია 2008 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.0 პროცენტი იმ შვიდ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შვიდ ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 89.8 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

2009 წ., იანვარი

(მლნ აშშ დოლარი)

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში (%)

2008 წ., იანვარი

2009 წ., იანვარი

სულ     

51.2

100.0

100.0

რუსეთი

27.0

61.0

52.8

აშშ

4.4

8.0

8.6

უკრაინა

4.2

5.9

8.2

საბერძნეთი

3.4

5.1

6.6

იტალია

3.4

4.8

6.6

თურქეთი

1.5

2.3

2.9

ესპანეთი

1.2

2.7

2.3

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.6 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა – თითქმის იგივე მოცულობის, რაც 2008 წლის იანვარში. გადარიცხვები შემცირდა რუსეთსა და სომხეთში – სულ, 628.1 ათასი აშშ დოლარით, ხოლო აშშ-ში, თურქეთსა და უკრაინაში გადარიცხული თანხები 526.7 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში უცხოეთიდან ფულის გადმოგზავნისას სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ლიდერობდნენ: Western Union-ი – 26.8 პროცენტით, Unistream-ი – 12.7 პროცენტით, Contact-ი – 12.3 პროცენტით, Anelik-ი – 12.3 პროცენტით, Money Gram-ი – 7.4 პროცენტით, Быстрая почта – 5.6 პროცენტით, Ria – 5.3 პროცენტით, Leader-ი – 4.9 პროცენტით, Intel Express-ი – 4.2 პროცენტით.

საქართველოდან ფულადი გზავნილების განხორციელებისას პოპულარობით სარგებლობდა: Western Union-ი – 50.2 პროცენტით, Money Gram-ი – 13.2 პროცენტით, Anelik-ი – 12.3 პროცენტით, Быстрая почта – 6.7 პროცენტით, Leader-ი – 4.7 პროცენტით, Contact-ი – 3.6 პროცენტით, Unistream-ი – 3.5 პროცენტით.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები