ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

13 იანვარი, 2012

საქართველოს ეროვნული ბანკი 2011 წლის „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს" აქვეყნებს.

გამოცემა მიზნად ისახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ და საფინანსო სისტემაში არსებულ თუ მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს რეზიდენტი და არარეზიდენტი ეკონომიკური სუბიექტებისა და საფინანსო სისტემით დაინტერესებული საზოგადოების საქმიანობის ეფექტიან წარმართვას და პროგნოზირებას საშუალოვადიანი პერიოდისათვის.

ანგარიში მოიცავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის მაკროეკონომიკური ასპექტების და საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის ანალიზს.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „კვლევებისა და გამოცემების“ რუბრიკაში: http://nbg.gov.ge/index.php?m=351

სხვა სიახლეები