ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ეროვნულ ბანკში ერთკვირიანი სემინარი გაიხსნა

ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ეროვნულ ბანკში ერთკვირიანი სემინარი გაიხსნა

15 ივლისი, 2013

15 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის თემაზე ერთკვირიანი სემინარი გაიხსნა.

შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფინანსური მარეგულირებლების და ზედამხედველების კვალიფიკაციის ამაღლების ინიციატივის ფარგლებში იმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობენ - ავღანეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან, ასევე ფინანსთა სამინისტროებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი სააგენტოებიდან.

სემინარი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მას პაკისტანელი და ავსტრალიელი საბანკო საქმის ექსპერტები გაუძღვებიან. შეხვედრაზე განიხილება ეფექტური გამჭვირვალობის სისტემები. მონაწილეები გაეცნობიან ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის უახლეს მიღწევებს. ასევე განიხილავენ სხვა საკითხებსაც როგორიცაა, გამჭვირვალობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, კორპორატიული მართვის მეთოდებს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ.

სემინარის დასრულებისთანავე აზიის განვითარების ბანკი მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს.

სხვა სიახლეები