ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

11 აგვისტო, 2010

2010 წლის 11 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 731-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.000%–ით, მაქსიმალური 14.950%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 14.843%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 14.8% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები