ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

08 სექტემბერი, 2010

2010 წლის 8 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 30 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.500%–ით, მაქსიმალური 15.900%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 15.626%–ით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 15.6% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები