ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

20 ოქტომბერი, 2010

2010 წლის 20 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 50 200 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.980%–ით, მაქსიმალური 15.440%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 15.200%–ით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 15.2% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები