ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები
2011 წლის 9 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 9 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 50 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.750%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 12.950%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.850%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 12.8% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.