ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები
2011 წლის 13 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 50 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.420%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 12.680%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.575%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.