ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

27 აპრილი, 2011

2011 წლის 27 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  7  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 14 250 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.900%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 15.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 15.295%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 15.2% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები