ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

11 იანვარი, 2012

2012 წლის 11 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ  44 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი  8.870 პროცენტით, მაქსიმალური 8.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.947 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 8.9  პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები