ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

08 ივნისი, 2011

2011 წლის 8 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  5  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.920%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 12.000%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.960%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 11.9% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები