ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

06 ივლისი, 2011

2011 წლის 6 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  3  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 7 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.700%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 11.820%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.740%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 11.7% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები