ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები
2011 წლის 3 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 10 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.770%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 10.900%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.835%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 10.8% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.