ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

28 სექტემბერი, 2011

2011 წლის 28 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  3  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 28 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.970%-ით, მაქსიმალური 10.780%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.093%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 10% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

სხვა სიახლეები