ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 21 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 14 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.170%–ით, მაქსიმალური 10.420%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.445%–ით განისაზღვრა.