ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
01 სექტემბერი, 2010
2010 წლის 1 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 16 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000%–ით, მაქსიმალური 11.420%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.840%–ით განისაზღვრა.