ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 15 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 12 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.410%–ით, მაქსიმალური 11.820%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.628%–ით განისაზღვრა.