ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 6 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 25 550 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.930%–ით, მაქსიმალური 14.430%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 14.231%–ით განისაზღვრა.