ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
29 ივნისი, 2011
2011 წლის 29 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 17 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.350%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 9.420%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.380%–ით განისაზღვრა.