ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2011 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.180%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 9.580%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.317%–ით განისაზღვრა.